ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი ინფორმაცია

Tictic.me არის ბილეთების მეორადი სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონცერტების, სპორტული, გასართობი და სხვა ღონისძიებების ბილეთების მყიდველებსა და გამყიდველებს. Tictic.me უზრუნველყოფს პლატფორმასა და ტრანზაქციის გარემოს, თუმცა თავად არ ატარებს ღონისძიებებს და, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული, არ წარმოადგენს ბილეთების თავდაპირველ გამომცემელს.

Tictic.me-ს მხარდაჭერის გუნდთან ოფიციალური კომუნიკაციის ერთადერთი არხია Support@tictic.me. მოთხოვნის დასამუშავებლად, საჭიროების შემთხვევაში, წერილში მიუთითეთ მომხმარებლის ნომერი/ID, ტრანზაქციის ID, ბილეთის ID, ღონისძიების დასახელება, საკითხის მოკლე აღწერა და შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაცია ან მტკიცებულება. შიდა ჩათი განკუთვნილია მყიდველსა და გამყიდველს შორის კომუნიკაციისთვის და არ ცვლის Tictic.me-ს მხარდაჭერის გუნდთან ოფიციალურ კომუნიკაციას.

ბილეთის შეძენა

რეგისტრაცია უფასოა. საჭიროა რეგისტრაციის პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის მითითება და ბილეთის შეძენისას მოქმედი გადახდის საშუალების ქონა. უსაფრთხოების, გადახდის დამუშავების ან შესაბამისობის მოთხოვნების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია ან ვერიფიკაცია.

აირჩიეთ სასურველი ღონისძიება და ბილეთი, ყურადღებით გადაამოწმეთ განცხადების ინფორმაცია და ფასი და დაასრულეთ ტრანზაქცია Tictic.me-ს მეშვეობით. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ შეკვეთის დადასტურებას.

სრული თანხა შეიძლება მოიცავდეს ბილეთის ფასს, Tictic.me-ს შესაბამის მომსახურების/საკომისიო საფასურს და გადახდის მეთოდთან დაკავშირებულ შესაძლო საფასურს. შესაბამისი გადასახადები ნაჩვენებია შეძენის პროცესში ტრანზაქციის დასრულებამდე.

დიახ. Tictic.me არის ბილეთების მეორადი სავაჭრო პლატფორმა და გასაყიდ ფასს განსაზღვრავს გამყიდველი, პლატფორმაზე მოქმედი შესაძლო შეზღუდვების გათვალისწინებით. შესაბამისად, გასაყიდი ფასი შეიძლება იყოს ბილეთის თავდაპირველ ფასზე მაღალი ან დაბალი.

ეს დამოკიდებულია ღონისძიებასა და ბილეთის თავდაპირველ პროვაიდერზე. ზოგი ღონისძიებისთვის ბილეთი ან აქტიური QR კოდი შეიძლება დაუყოვნებლივ იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა შემთხვევაში მისი გამოშვება ან გააქტიურება შესაძლოა ღონისძიების თარიღთან ახლოს მოხდეს. მიწოდებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაუკავშირდით გამყიდველს Tictic.me-ს შიდა ჩათის საშუალებით.

არა. Tictic.me-ზე ბილეთის შეძენა საბოლოოა. ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისა და შეკვეთის დადასტურების მიღების შემდეგ ბილეთის გაუქმება ან დაბრუნება შეუძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ გადაიფიქრეთ ან ღონისძიებაზე დასწრებას ვეღარ ახერხებთ. ბილეთთან დაკავშირებული პრობლემები ცალკე განიხილება Tictic.me-ს დავის განხილვის პროცედურის შესაბამისად.

წინასწარ გადაამოწმეთ შეკვეთისა და ბილეთის ინფორმაცია და დარწმუნდით, რომ საჭირო დროს ბილეთზე ან QR კოდზე წვდომა გაქვთ. გირჩევთ ღონისძიების ადგილზე საკმარისად ადრე მიხვიდეთ, რათა მოულოდნელი პრობლემის შემთხვევაში რეაგირების დრო გქონდეთ. არასოდეს გაასაჯაროოთ თქვენი ბილეთი, QR კოდი ან ბილეთთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.

Tictic.me არის ბილეთების მეორადი სავაჭრო პლატფორმა და ბილეთის გასაყიდ ფასს თითოეული გამყიდველი დამოუკიდებლად განსაზღვრავს. შესაბამისად, ერთი და იმავე ტიპის, კატეგორიის, სექტორის ან კლასის ბილეთები შეიძლება განსხვავებულ ფასად იყოს შეთავაზებული, გამყიდველის მიერ განსაზღვრული ფასის შესაბამისად. გასაყიდი ფასი ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ბილეთის თავდაპირველი ფასისგან.

Tictic.me არ არის ღონისძიების ორგანიზატორი და არ არის პასუხისმგებელი ღონისძიებების გაუქმების მონიტორინგზე ან მომხმარებლებისთვის გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. მყიდველი და გამყიდველი პასუხისმგებელნი არიან, თავად გადაამოწმონ ღონისძიების ორგანიზატორის ოფიციალური საინფორმაციო წყაროები და ოფიციალურად გაუქმებული ღონისძიების შესახებ აცნობონ Tictic.me-ს. ინფორმაციის მიღების შემდეგ Tictic.me-ს შეუძლია გადაამოწმოს გაუქმების ფაქტი ღონისძიების ორგანიზატორის ოფიციალური წყაროების საფუძველზე. გაუქმების დადასტურების შემდეგ მყიდველს დაუბრუნდება გაუქმებული ღონისძიების ბილეთში გადახდილი თანხა, Tictic.me-ს მომსახურების/საკომისიო საფასურისა და შესაბამისი ტრანზაქციის ან გადახდის დამუშავების ხარჯების გამოკლებით. გამყიდველს ეცნობება ღონისძიების გაუქმების შესახებ და, ვინაიდან შესაბამისი ბილეთის ღირებულება მყიდველს უბრუნდება, გამყიდველი ამ ბილეთისთვის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

ბილეთის გაყიდვა

უნდა გაიაროთ Tictic.me-ს რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი და მიუთითოთ სწორი სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები/ID და ვერიფიკაციისას მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია. მითითებული ინფორმაცია და ანაზღაურების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ვერიფიცირებულ გამყიდველს; სხვა პირის საიდენტიფიკაციო ან საანაზღაურებო მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.

არა. Tictic.me-ზე ბილეთის განცხადების განთავსება უფასოა. წარმატებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით შეიძლება მოქმედებდეს შესაბამისი მომსახურების ან ტრანზაქციული საფასური, რომელიც ნაჩვენები ან გაცნობებული იქნება შესაბამის პროცესში.

შედით თქვენს Tictic.me ანგარიშში, აირჩიეთ ბილეთის გაყიდვის ფუნქცია, შესაბამისი ღონისძიება და შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ზუსტად მიუთითეთ ბილეთის, ფასის, ადგილის/სექტორისა და შესაძლო შეზღუდვების მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთეთ მოთხოვნილი ბილეთის ფაილი. განცხადების გამოქვეყნებამდე ყურადღებით გადაამოწმეთ ინფორმაცია.

არა. Tictic.me-ზე აქტიურად განთავსებული ბილეთი იმავე დროს სხვა არხით გასაყიდად არ უნდა იყოს შეთავაზებული. თუ ბილეთი სხვაგან გაიყიდა ან აღარ არის ხელმისაწვდომი, დაუყოვნებლივ წაშალეთ ან გააუქმეთ Tictic.me-ზე განცხადების აქტიური სტატუსი.

აქტიური განცხადება ადასტურებს, რომ ბილეთი ხელმისაწვდომია და თქვენ შეგიძლიათ ტრანზაქციის შესრულება. შეძენილი ბილეთის მიუწოდებლობა შეიძლება ჩაითვალოს Tictic.me-ს წესებისა და პირობების დარღვევად და გამოიწვიოს თანხის შეჩერება, ანგარიშის შეზღუდვა ან დაბლოკვა და, შესაბამის შემთხვევაში, მყიდველისთვის და/ან Tictic.me-სთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა.

გადაამოწმეთ ტრანზაქცია და დარწმუნდით, რომ მყიდველი სწორ ბილეთს იღებს შესაბამისი მიწოდების პროცედურის მიხედვით. თუ აქტიური ბილეთი ან QR კოდი მხოლოდ ღონისძიების თარიღთან ახლოს გახდება ხელმისაწვდომი, მყიდველს ინფორმაცია მიაწოდეთ Tictic.me-ს შიდა ჩათის საშუალებით.

გამყიდველის ანაზღაურება მუშავდება ღონისძიების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, Tictic.me-ს წესებისა და პირობებისა და შესაბამისი ანაზღაურების პროცედურების შესაბამისად.

საერთაშორისო გამყიდველის ანაზღაურება ხორციელდება აშშ დოლარში (USD), საერთაშორისო ფინტექ/საგადახდო ორგანიზაციის მეშვეობით. შესაძლოა მოქმედებდეს ტრანზაქციის, გადარიცხვის, საბანკო ან სხვა მესამე მხარის ფინანსური დაწესებულების საფასური, რომელიც შეიძლება გამოიქვითოს ანაზღაურებიდან.

დიახ. საერთაშორისო ანაზღაურების ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს ანაზღაურების მეთოდის, ქვეყნისა და ფინანსური დაწესებულების მიხედვით. ტრანზაქციული საფასური, როგორც წესი, შეიძლება დაახლოებით 1%-დან 4%-მდე მერყეობდეს, თითო ტრანზაქციაზე მინიმუმ 4 აშშ დოლარის ოდენობით. რეალური საფასური შეიძლება განსხვავდებოდეს გადახდის დამმუშავებელი ფინანსური დაწესებულების ან საგადახდო პროვაიდერის მიხედვით.

არა. ანაზღაურების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ვერიფიცირებული გამყიდველის იდენტობას. გამყიდველის ანაზღაურების მისაღებად სხვა პირის საიდენტიფიკაციო ან საანაზღაურებო მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.

უსაფრთხოება და ბილეთთან დაკავშირებული პრობლემები

Tictic.me შექმნილია ბილეთების მეორად ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. პლატფორმა იყენებს გამყიდველის ვერიფიკაციას, გამყიდველისთვის თანხის დაგვიანებულ ჩარიცხვას, მყიდველსა და გამყიდველს შორის შიდა კომუნიკაციას, ტრანზაქციის ჩანაწერებსა და დავის განხილვის პროცედურას, რათა შეამციროს წესების დარღვევის მოტივაცია და პრობლემის შემთხვევაში უზრუნველყოს რეაგირების პროცესი.

არა. Tictic.me არის ბილეთების მეორადი სავაჭრო პლატფორმა და დამოუკიდებლად არ ახდენს გამყიდველების მიერ შეთავაზებული თითოეული ბილეთის ან QR კოდის ავთენტურობის დადასტურებას ან გარანტირებას. ტრანზაქციის რისკების შესამცირებლად Tictic.me იყენებს ვერიფიკაციას, დაგვიანებულ ანაზღაურებას, ტრანზაქციის ჩანაწერებს, შიდა კომუნიკაციასა და დავის განხილვის პროცედურებს.

პირველ რიგში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გამყიდველს Tictic.me-ს შიდა ჩათის საშუალებით და აუხსენით პრობლემა. თუ საკითხი არ მოგვარდა, მიმართეთ Support@tictic.me-ს და მიუთითეთ მომხმარებლის ნომერი/ID, ტრანზაქციის ID, ბილეთის ID, ღონისძიების ინფორმაცია, პრობლემის აღწერა და შესაბამისი მტკიცებულება.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გამყიდველს შიდა ჩათის საშუალებით. თუ გამყიდველი პრობლემას ვერ აგვარებს, მისწერეთ Support@tictic.me-ს, მიუთითეთ ტრანზაქციის ID, ბილეთის ID და აღწერეთ რა მოხდა. შესაძლებლობის შემთხვევაში შეინახეთ პრობლემის დამადასტურებელი ეკრანის სურათები ან სხვა მტკიცებულება.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გამყიდველს შიდა ჩათის საშუალებით. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მიმართეთ Support@tictic.me-ს და მიაწოდეთ მომხმარებლის ნომერი/ID, ტრანზაქციის ID, ბილეთის ID და ხელმისაწვდომი მტკიცებულება.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გამყიდველს Tictic.me-ს შიდა ჩათის საშუალებით. შესაძლებლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ღონისძიების ადგილის თანამშრომელს, რატომ არ მიიღეს ბილეთი, და შეინახეთ ხელმისაწვდომი მტკიცებულება. თუ გამყიდველი პრობლემას ვერ აგვარებს, მისწერეთ Support@tictic.me-ს და მიუთითეთ შესაბამისი ტრანზაქციისა და ბილეთის მონაცემები.

თუ უკვე სცადეთ გამყიდველთან შიდა ჩათით დაკავშირება და პასუხი არ მიგიღიათ, მიმართეთ Support@tictic.me-ს. მიუთითეთ მომხმარებლის ნომერი/ID, ტრანზაქციის ID, ბილეთის ID და მოკლედ აღწერეთ სიტუაცია.

პირველ რიგში დაუკავშირდით მეორე მხარეს Tictic.me-ს შიდა ჩათის საშუალებით და დააფიქსირეთ პრობლემა. თუ საკითხი არ მოგვარდა, მიმართეთ Support@tictic.me-ს შესაბამისი ID-ებითა და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით. საქმის განხილვის პერიოდში Tictic.me-ს შეუძლია დროებით შეაჩეროს გამყიდველის ანაზღაურება და იმოქმედებს წესებსა და პირობებში განსაზღვრული დავის განხილვის პროცედურის შესაბამისად.

Tictic.me განიხილავს პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციასა და მხარეების მიერ მოწოდებულ მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში, საკითხის განხილვის პერიოდში გამყიდველის ანაზღაურება შეიძლება დროებით შეჩერდეს. პირველ ეტაპზე მყიდველსა და გამყიდველს ეძლევათ შესაძლებლობა საკითხი ურთიერთშეთანხმებით მოაგვარონ. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, მოქმედებს Tictic.me-ს წესებსა და პირობებში განსაზღვრული დავის განხილვის პროცედურა.

მყიდველის პრეტენზია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გამყიდველი ანაზღაურებას დაკარგავს. Tictic.me განიხილავს ხელმისაწვდომ ინფორმაციას და საკითხის გარკვევამდე შეუძლია დროებით შეაჩეროს ანაზღაურება. ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია და გამოიყენოს Tictic.me-ს წესებითა და პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.

შიდა ჩათი ხელს უწყობს როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის დაცვას. გამოიყენეთ იგი ბილეთის მიწოდების შესახებ ინფორმაციის, კითხვების, განახლებებისა და მხარეებს შორის პრობლემების მოსაგვარებლად. პლატფორმაში დაფიქსირებული კომუნიკაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს დავის შემთხვევაშიც. ნებისმიერი საკითხისთვის, რომელიც Tictic.me-ს ოფიციალურ მოქმედებას ან განხილვას საჭიროებს, მიმართეთ Support@tictic.me-ს.

ჩემი კალათა (0)

  • კალათა ცარიელია